logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: სერგო კაპანაძეს პარტიაში ალბათ მაგრად შემოსცხებენ ამ "წამოცდენა-აღიარების" გამო
- +

7 აპრილი. 2021. 02:59

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა:

 

„სერგო კაპანაძეს 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პარტიაში ალბათ მაგრად შემოსცხებენ ამ "წამოცდენა-აღიარების" გამო. ამას კი აიტანს, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალი რომ დაინტერესდეს მისი ინტერვიუთი, მერე სად მიდის“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner