საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის ფეისბუქ-პოსტს პასუხობს, რომლის თანახმად, კაპანაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარეს მამუკა მდინარაძესა და უმრავლესობის წევრ დიტო სამხარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მხოლოდ ამ, ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:
შენნაირ „განათლებულ“ და „პრადვინუტ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!.. აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არა, - გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა, ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს აცხობ. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის „გაპრავებას“ მოინდომებ“, - აღნიშნავს იონათამიშვილი და კაპანაძის პოსტს აქვეყნებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები კი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ამის შემდეგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ მის სტატუსზე 300-მდე კომენტარი იყო: „შემდეგ გადავამოწმე ვინ იყვნენ კომენტარების ავტორები და…. ჰოი საოცრებავ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არავის დაუორგანიზებია. არც (დებილ) მამუკა მდინარაძეს და არც დიტო სამხარაძეს. თავისით ორ საათიან მონაკვეთში უცბად გაბრაზდნენ, შემოვარდნენ ჩემთან და შემდეგ ერთბაშად ჩაუცხრათ ბრაზი“.