logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს!  
- +

7 აპრილი. 2021. 19:43

 

 

„ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს.

მისი თქმით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გააფუჭა, საკუთარ ქვეყანას სიტყვით აბრალებს:

 

„სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს!

პირველი კითხვა:

რა დაწერა „ფეისბუკ“ სტატუსში კაპანაძემ, რასაც ეს ამბები მოყვა?

მან დაწერა - „არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“...

მეორე კითხვა: რა თემაზე დაწერა საერთოდ ეს სიტყვები?

- ის ცდილობდა (და პირველად არა) გაემართლებინა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა რეზოლუციაზე, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს (იგივე თარიღი იყო იქვე მითითებული ომის დაწყების დღედ) ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, გამოიყენეს მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას და თითქოს რუსების შეტევა იყო საპასუხო...

 

მოკლედ, რაც ვერ გააფუჭეს, სიტყვით აბრალებენ საკუთარ ქვეყანას! და სერგი ჟურნალისტს აბულინგებს...

p.S. ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს, ვნახოთ“, - წერს მიქანაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner