logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად
- +

7 აპრილი. 2021. 20:14

 

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "AstraZeneca"-ს ვაქცინით ავიცერი.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში წერს.

 

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი.

კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში.

დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად.

ასე, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - წერს სერგეენკო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner