logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ამ ქვეყანას ან ჯადო აქვს გაკეთებული ან მართლა არ ჰქონია საშველი...
- +

8 აპრილი. 2021. 00:01

 

 

„XXI საუკუნეში "მონობა" არა ინვესტორის შენს განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ შენივე ეკონომიკური, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობაა“, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქრისტიანული სიმბოლო შლაგბაუმად... თან ყველანი ვხვდებით ამ ნაბიჯის ქვეტექსტსაც... ლარი გარბის, ფასები იზრდება, მესამე ტალღა კარზე მოგვადგა, თურქეთმა თავისი შესაძლებლობები სულ ახლახანს დაგვანახა, რუსეთმა დღე-დღეზე შეიძლება ახალი ომი დაიწყოს უკრაინაში, ბოლო-ბოლო ხალხი მარსზე გადასახლებაზე მუშაობს და ჩვენ ამ დროს...

 

ჩვენ კი "ერთმორწმუნეებთან" არ გვეყო დაპირისპირება და ახლა ახალ სპარინგ-პარტნიორს ვეძებთ...

 

არვიცი, ამ ქვეყანას ან ჯადო აქვს გაკეთებული ან მართლა არ ქონია საშველი... ასე მიზანმიმართულად ანადგურებდეს თავის მომავალს, სხვა ერი არ მეგულება... პოლიტიკურ დივიდენდებზე ზრუნვის და ბოდიშების ხდის ფუფუნებაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამოგვეწურა და ძალიან დიდი იმედი მაქვს სახელმწიფო აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე ყველა სტრატეგიულ პროექტს.

XXI საუკუნეში "მონობა" არა ინვესტორის შენს განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ შენივე ეკონომიკური, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობაა.

სრული აბსურდია XXI საუკუნეში ვინმეს XI საუკუნის აზროვნებით ებრძოლო, თუმცა იმასაც დავამატებ რომ შორსმჭვრეტელი ადამიანები 10 საუკუნის წინაც კი ხვდებოდნენ ამას“, - წერს ჭარაია Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner