logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ხალხი ცხვარივით პიროვნებას მიჰყვება და არა იდეას...
- +

14 აპრილი. 2021. 23:19

 

 

„გახარიას ჯერ პარტია არ შეუქმნია, და პარლამენტიდან უკვე 6 დეპუტატი გაჰყვა...“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

ვინდაიდან მომავალი პარტიის პოლიტიკური პლატფორმა ჯერ ცნობილი არ არის, ანალიტიკოსი მიიჩნევს, „ხალხი ცხვარივით პიროვნებას  მიჰყვება და არა იდეას“.

 

„ანუ, პარტიის პოლიტიკური პლატფორმა ცნობილი არ არის, არ ვიცით მემარჯვენე პარტია იქნება, მემარცხენე, მთვარის თაყვანისმცემლების თუ ვენერის? მაგრამ ხალხი უკვე მიჰყვება გახარიას...

ეს არის ქართული "დემოკრატია".

მიჰყვება ხალხი ცხვარივით პიროვნებას და არა იდეას. რამდენად სწორი იყო ამ ფონზე საპარლამენტო მმართველობის შემოღება საქართველოში, ეს კიდევ უზარმაზარი თემაა...

როგორც ბიძინა ივინიშვილმა თქვა, "ევროპას გავაოცებთ დემოკრატიითო", ასე არ გამოვიდა. ევროპა მაგრად "გამოვაყ..ვეთ", ნუ, ის კრისტიან დანიელსონი მაინც...

კიდევ კარგი, იმ ღვთისნიერმა შვედმა ეს სიტყვა არ იცის...“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner