logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვისურვებ, რომ "ობიექტივი" კვლავაც მოწინავე პოზიციებზე იყოს იმ ბრძოლაში, რომელიც ჩვენი სამშობლოს - საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაა!
- +

15 აპრილი. 2021. 02:28

 

 

„დღეს "ობიექტივის" დაბადების დღეა და იმ სტუდიას ვსტუმრობდი, საიდანაც წლების განმავლობაში მაყურებელს და მსმენელს ვესალმებოდი!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„10 წლის განმავლობაში ვიყავი "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი და დღესაც ვფიქრობ, რომ #მე_ობიექტიველი_ვარ! გადაცემაშიც ვთქვი და გავიმეორებ: არამგონია, მომავალში მოვასწრო იმ სიმაღლეზე ასვლა, რასაც "ობიექტივში" მივაღწიე.

ცნობადობას კი არა, უპირველესად, იმ სიყვარულს ვგულისხმობ, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც დღესაც მომყვება მაყურებლებისა და მსმენელებისგან. ასევე, რაღა დაგიმალოთ და, ჩემი ახალგაზრდა შეგირდებისგანაც, რომელთა მიმართ განსაკუთრებულ სიყვარული არასოდეს გამინელდება!

ვულოცავ "ობიექტივის" ყველა ახლანდელ თუ ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა; მადლობა მოწვეულ წამყვანებს, რომლებიც წლების განმავლობაში კვალიფიციურად და კომპეტენტურად საუბრობდნენ და საუბრობენ დარგობრივ საკითხებზე; მადლობა ათასობით სტუმარს, რომელთაგან რამდენიმეს ურთულესი მდგომარეობიდან გამოვუყვანივართ; მადლობა დამფუძნებლებს, რომლებმაც ძალისხმევა რ დაიშურეს ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად!

განსაკუთრებული მადლობა "ობიექტივის" მაყურებელს და მსმენელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, - ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ: ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვაძლიერებდით!

მადლობა ყველას, მათ შორის, იმათაც, ვისი კრიტიკული თუ ცინიკური შეფასებები კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით და ბრძოლა გამარჯვებით უნდა დაგვესრულებინა! და ჩვენ გავიმარჯვეთ!

ვისურვებ, რომ "ობიექტივი" კვლავაც მოწინავე პოზიციებზე იყოს იმ ბრძოლაში, რომელიც ჩვენი სამშობლოს - საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაა!

მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ამ 11 წლის განმვლობაში ნაწრთობი ადამიანების გვერდით ბევრი ახალგაზრდაა, - მათგან ზოგიერთმა "საბრძოლო ნათლობა" დიდი ბრძოლების დროს მიიღო, ზოგიერთი კი ახლა შემოვიდა ასპარეზზე და თავისი ნიჭით და შრომისმოყვარეობით ადასტურებს ქვეყნის სამსახურისთვის მზაობას!

გილოცავთ! მიყვარხართ -ში!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner