logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისი - ეს იმ ორგანიზაციის ლოკაციაა, რომელმაც 2008 წელს რუსეთს 1 255500 ჰექტარი ქართული მიწა მიჰყიდა
- +

15 აპრილი. 2021. 02:43

 

„ძლივს გვეღირსა თქო "ქართული მიწების გამყიდველთა და მოღალატეთა წინააღმდეგ" აქციის მოწყობა, მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ კახეთის გზატკეცილზე პროტესტანტებს წელსაც ვერ ვიხილავთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამ მისამართზე, „ნაცმოძრაობის“ სათაო ოფისია და მისი თქმით, პარტიამ 2008 წელს 1 255500 ჰექტარი ქართული მიწა რუსეთს მიჰყიდა.

 

„დღეს იმერეთის რეგიონის სოფელ გუმათთან ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაანონსდა, თბილისში - "მიწების უცხო ტომზე გაყიდვის" თემაზე საპროტესტო აქციის ორგანიზება.

თუ პროტესტანტები ამ თავის განზრახვაში თანამიმდევრულები იქნებიან და გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას - პირობას ვდებ, რომ მე მათ შევუერთდები. ოღონდ ამ აქციის ზუსტი მისამართის გათვალისწინებით - კახეთის გზატკეცილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისი.

ეს იმ ორგანიზაციის ლოკაციაა, რომელმაც 2008 წელს პუტინის იმპერიალისტურ რუსეთს მიყიდა 1255500 ჰექტარი ძირძველი ქართული მიწა, დაახოცინა მას მშვიდობიანი მოსახლეობა, მიწასთან გაანადგურებინა ქართული სოფლები და ტაძრები და იძულებით გადაადგილებულ პირთა არმიას ახალი ათობით ათასობით ადამიანი შემატა. აღარაფერს ვიძახი სამხედრო ძალების დანაკარგებზე.

 

მე არ მახსოვს გუმათში დაანონსებული პატრიოტული ნარატივით, ჩემს მიერ მოყვანილი ტრაგიკული და უტყუარი მოვლენების გაპროტესტების თუნდაც ერთი ფაქტი ნაცმოძრაობის ოფისთან. ამის სანაცვლოდ, გუმათელმა პროტესტანტებმა გუშინ თავის ერთ-ერთ "აღშფოთებულ" მედროშედ პუტინის ნომრიანი დაქალი, ნინო ბურჯანაძე დაიყენეს თავის რიგებში.

 

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი დანაშაული ბოლო 30 წლის განმავლობაში "საქართველოსა" და "ჯოს-ჯოს-ჯოს"-ების შეძახილებით ხორციელდებოდა - ფიზიკურად ნადგურდებოდნენ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ორგზის წარუმატებლად - მეორე პრეზიდენტი, ცნობადი პოლიტიკური ფიგურები და ბიზნეს წარმომადგენლები. ამას ყოველგვარი თურქებისა თუ რუსების გარეშეც "წარმატებულად" ვახერხებდით ქართველები.

ძლივს გვეღირსა თქო "ქართული მიწების გამყიდველთა და მოღალატეთა წინააღმდეგ" აქციის მოწყობა, მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ კახეთის გზატკეცილზე პროტესტანტებს წელსაც ვერ ვიხილავთ. ეს კი მათთან მიმართებაში მძიმე და გაუცემელ კითხვებს ბადებს...“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner