logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ხელისუფლებას კი არ უნდა ებრძოლოთ, უნდა იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის
- +

15 აპრილი. 2021. 02:55

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლადშექმნილ პოლიტიკურ სუბიექტს, სანამ პირველი მაბიჯები გადაუდგამთ, ერთ რჩევას მივცემ.

ნუ გააგრძელებთ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას - "ყველა ერთის წინააღმდეგ".

ამომრჩეველს გააგებინეთ ვინ ხართ, რა იდეოლოგია, რა ღირებულებები გაქვთ, სად დგახართ პოლიტიკურ ღერძზე (იხ. ფოტო)?

ხელისუფლებას კი არ უნდა ებრძოლოთ, უნდა იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის. ეს სხვადასხვა რამეა.

ხელისუფლებისთვის საბრძოლველად, უნდა იბრძოლოთ ამომრჩევლისთვის, ანუ ამომრჩეველს უნდა ესაუბროთ. წარსულთან ბრძოლა უკან დაგიბრუნდებათ, წარსულის გააზრება წინ წაგწევთ.

ეს რჩევები პირველი ბრიფინგის ნიშნებიდან გამომდინარეა, რადგან ზოგიერთი მინიშნება არ მომეწონა. საღი პოლიტიკური სუბიექტების შემოსვლას დიდი ხანია ვლობირებ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ერთიც უნდა დავაფიქსირო, რადგან ამ პოზიციაზე დიდი ხანია ვარ და ადრე ბევრჯერ დამიწერია ანალოგიურ სიტუაციებში:

როცა ტოვებ პარტიას, უნდა დადო მისი სადეპუტატო მანდატიც. აქსიომაა!“, - წერს სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner