logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ჰყავს ძლიერი კონსტიტუციონალისტები, იურისტები და კარგი მენეჯერები
- +

15 აპრილი. 2021. 03:05

 

 

„„ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის პოლიტიკურ ძალად, რომელსაც „ჯოს!“, „ძირს!“ და სხვა მსგავსი ლოზუნგების მსროლელი ხალხის ნაცვლად ჰყავს ძლიერი კონსტიტუციონალისტები, იურისტები და კარგი მენეჯერები.

ჩამოყალიბდა ძალად, რომელმაც შეძლო დაეწყო ცივილურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა“, - ამის შესახებ  გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

 

„„პრინციპში დღევანდელ ამბავში ახალი, სენსაციური და უფრო მეტიც - სკანდალური არაფერი ყოფილა. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიდა და ისიც ვიცოდით, რომ ეს ძალა ფაქტობრივად იმ ადამიანებზე იქნებოდა აგებული, რომელთა ხედვა ქართული ოცნების ხედვის თანამხვდევი იყო.

 

სწორედ ამიტომ ბუნებრივი, სრულიად გასაგები და გადაჭარბებულია ის ემოციები რაც გიორგი გახარიას მიერ ქართულ პოლიტიკურ ველზე შემოსვლას მოჰყვა.

 

ბუნებრივი და გასაგებია იმ მხრივ, რომ დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გუნდიდან ძლიერი მოთამაშის გასვლა ნამდვილად არასასიამოვნოა, მაგრამ გადაჭარბებულია იმიტომ, რომ ოცნება არ არის მყიფე ორგანიზმი რომელიც ვერ შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.

პრინციპში მომხრეთა შორის „კინკლაობა“, „კუტუების დატოლება“ და ლოზუნგების სროლა, მოსახლეობისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და ეს მსგავსი მოვლენების მუდმივი თანამდევი ფონია.

საინტერესოა ის, თუ რას ელოდება საზოგადოება ამ ნაბიჯით და რა ცვლილებები მოხდება პოლიტიკურ ველზე.

დავიწყებ იმით, რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის პოლიტიკურ ძალად, რომელსაც „ჯოს!“, „ძირს!“ და სხვა მსგავსი ლოზუნგების მსროლელი ხალხის ნაცვლად ჰყავს ძლიერი კონსტიტუციონალისტები, იურისტები და კარგი მენეჯერები.

ჩამოყალიბდა ძალად, რომელმაც შეძლო დაეწყო ცივილურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა.

ცხადია მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ყველაფრის ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც უნდა აღიქვას, მაგრამ ბუნებრივია გაჩნდა გარკვეული უკმაყოფილება, რაც ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ოცნება არ მიმართავდა ხისტ მეთოდებს აშკარად დესტრუქციული ე.წ. ოპოზიციისა, თუ მედიის წინააღმდეგ.

თავი დავანებოთ გიორგი გახარიას პიროვნული ფაქტორს, რომელსაც ამ პროცესში შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ემოციური მნიშვნელობა აქვს, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის განვითარების გზას, ის ორივე გუნდს აბსოლუტურად ერთნაირი აქვთ.

სწორედ აქედან გამომდინარე ამ სიტუაციით მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის მომავალი მოიგებს.

მოიგებს, რადგანაც ძალთა ნებისმიერი გადანაწილების შემთხვევაში ველზე ფანჩატურის ადგილი არ რჩება.

არ რჩება იმ ოდიოზური პოლიტიკანების ადგილი, რომლებმაც კოჟრები („მაზოლები“) ამოგვიყვანეს.

არ რჩება „ყარაულის გავარდნილი თოფის“ შედეგად გაჩენილი პოლიტიკურ ფიგურების ადგილი (ეს კი სწორედაც ოცნების ნელი მოქმედების შედეგის „დამსახურება“ იყო).

მოკლედ რომ ვთქვა, სივრციდან გაქრებიან ნათელაშვილები, ბესელიები, გუბაზები, სამნიძეები, გირჩები და მსგავსი ტიპები, რადგანაც არჩევნების დროს საზოგადოებას ექნება საშუალება აქტიურად დაუჭიროს მხარი ნამდვილ პოლიტიკას და მაქსიმალურად შემცირდება ის ცარიელი სივრცე, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ელექტორატის პასიურობის გამო იკავებდა ადგილს.

რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც სააკაშვილს (არა ნაცმოძრაობას, არამედ სწორედაც სააკაშვილს) უჭერენ მხარს, მსგავსი ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ საბედნიეროდ მათი რიცხვი არსებულ მცირე რაოდენობას ვერასდროს გასცდება.

ასე რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა გამომდინარე იმ ხალხის მენტალობიდან, რომლებიც მას დააკომპლექტებენ იქნება დასავლურ ღირებულებებზე დამყარებული კონსტრუქციული გაერთიანება და იმედს ვიტოვებ, რომ მასში არ იქნებიან „გადაცმული“ ნაცები.

ხოლო ის, რომ ბევრი მედროვე მოინდომებს წაპოტინებას, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ვერავინ გაექცევა“, - წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner