logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: აი, ეს კითხვები მაქვს ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე ხალხთან და თუ ვინმემ იცით, მიპასუხეთ
- +

15 აპრილი. 2021. 17:33

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, ნამოხვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება და ჰესის მოწინააღმდეგეებს კითხვებს „ფეისბუქის“ საშუალებით უსვამს.  

 

„კითხვები მაქვს ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე ხალხთან და თუ ვინმემ იცით, მიპასუხეთ, რა...

 

  1. ზოგადად ჰესების წინააღმდეგი ვართ ქვეყანაში თუ კონკრეტულად ნამოხვანში არ გვინდა ჰესი?

 

  1. ჰიდროელექტროსადგურები ნებისმიერ ადგილზე იწვევენ ეკოლოგიურ კატასტროფას? თუ კონკრეტულად რიონის ხეობას დაერხევა და ამიტომ ვახურებთ?

 

  1. ნამოხვანჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს, თუ ეგ კონკრეტული ხელშეკრულება არის ქვეყნისთვის საზიანო და რაიმე სხვა პირობებით, უკვე შეიძლება მისი აშენება და არაა პრობლემა?

 

  1. კერძოდ თურქულმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს რიონის ხეობაში ჰესები, თუ არავინ არ უნდა ააშენოს?

 

მართლა მაინტერესებს ეს 4 ძირითადი კითხვა ჩემთვის.

 

გთხოვთ, ვინმემ მიპასუხეთ. გმადლობთ...“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner