logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 2,75%
- +

15 აპრილი. 2021. 22:55

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%, – ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

 

მინისტრი მადლობას უხდის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს.

 

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, – წერს ფინანსთა მინისტრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner