logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
- +

16 აპრილი. 2021. 01:57

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.

 

„ნამდვილად დადგა დრო, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მშვიდობის საკითხში უკრაინა და საქართველო სარგებლობენ ისტორიული ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით“, - წერს აბაშიძე.

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადები მიიღონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner