logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: პოლიტიკა ვერ ითმენს ვაკუუმს! არ შედიხარ პარლამენტში შენ? - შენს ადგილს დაიკავებს სხვა
- +

16 აპრილი. 2021. 02:53

 

 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ქვეყანაში განვითარებეულ პოლიტიკურ პროცესებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

 

„უდავოა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თანდათანობით მძიმედ, მაგრამ მაინც მიიწევს წინ! დიდი ხანია ვამბობდი, უმშვენიერესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს საქართველოში!

დიახ იმ ძალის, რომელიც თავად ახდენს პოლიტიკურ სუიციდს, როგორც აქ, ისე იქ (ჰორიზონტის ოთხივე მხარეს)!

და ამაში მათ ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, პირიქით უხვად უნდა მივაწოდოთ პოლიტიკური თოკები!

რაც მთავარია, დასავლელ პოლიტიკოსთა აქაური ვიზიტების შემდეგ უფრო გამიმყარდა ეს აზრი! პოლიტიკა ვერ ითმენს ვაკუუმს!

არ შედიხარ შენ?  შენს ადგილს დაიკავებს სხვა- ყოველგვარ გადამტრიალებელ-გადმომტრიალებელ წარსულის მქონე სუბიექტთაგან თავისუფალი!

ამიტომაც  თანდათანობით ჩნდება ძალა, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკით ოპოზიციაში უნდა დაიკავოს და დიდი ალბათობით დაიკავებს კონსტრუქციულ და სახელმწიფოს შემდგომ ევოლუციურ განვითარებაზე ორიენტირებულ ძალის ადგილს!

ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამანგრეველი ძალის მიერ შემუშავებულ და საფანჩატურეთში გახმაურებულ რევოლუციურ აზრებსა და ქმედებებს!

ეს აშკარად იგრძნო დღეს, ერთმა სხვადასხვა სახელმწიფო  გადატრიალებებში "გამობრძმედილმა" დესტრუქციული ძალამ!

რის გამოც  უკვე დაეწყოთ  პოლიტიკური კივილი (ბოკერია), რომელიც ვფიქრობ მას და მის თანამოაზრეებს მალე პოლიტიკურ კრუნჩხვებში, ტირილსა და დასაფლავებაში უნდა გადაექცეთ!

ვფიქრობ არც ისე შორსაა ის დრო , როდესაც ქართველი ხალხის მიერ ცივილიზებულად, პოლიტიკურად დასრულდება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სძულს: "მამული, ენა, სარწმუნოება" და ეს, რომ ასეა მათვე არაერთგზის დაუდასტურებიათ საქმიანი ქმედებებით!“, - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner