logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომელმაც დოკუმენტზე ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება
- +

16 აპრილი. 2021. 18:50

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს საჯაროდ აწერს ხელს. 

 

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა მზაობა, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ახლა ჯერი ოპოზიციაზე, ოპოზიციაზე, რომელმაც დოკუმენტზე ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება და პირიქით, დოკუმენტზე ხელის არმოწერით დაადასტუროს „გაქცეული პრეზიდენტისადმი“ აბსოლუტური მორჩილება, მხოლოდ მისი პირადი და პარტიული ინტერესების გათვალისწინება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner