logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მე მიყვარს რობერტ სტურუა! ვაღმერთებ...
- +

16 აპრილი. 2021. 19:23

 

„მე მიყვარს რობერტ სტურუა! ვაღმერთებ და სულ არ მაინტერესებს, ვინ დაიცვა, სად დაიცვა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი“, - მეცნიერისა და პარლამენტარის გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მართლა არ ჩავძიებივარ, რადგან ღრმად მწამს, სხვისი პირადი ჩემი საქმე არაა და ურთიერთობაში, მედალს სულ ყოველთვის ორი მხარე აქვს.

გეყოთ ავტორიტეტების ნგრევა და გაუფასურება! პატივი ეცით უფროს თაობას, მითუმეტეს, გენიოსებს, რომლის ფრჩხილიც ვერ იქნებით დედაბუდიანად რომ აგწონონ წინაპარ-შთამომავლობა.

დატოვეთ რამე ხელშეუხებელი თქვე წერა-კითხვის უცოდინარო ქაჯებო! მაინც საიდან მოეთრიეთ ამდენი დაჯღანული“, - წერს შარაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner