logo_geo
eng_logo
„ეს არის ინდიკატორი იმის, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანას“ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი $500 მლნ ევრობონდის გამოშვებაზე
- +

17 აპრილი. 2021. 02:26

 

„საქართველოს მიერ ახალი სუვერენული 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტოდ დაბალი წლიური კუპონით - 2.75 პროცენტში“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი $500 მლნ ევრობონდის გამოშვებას.  

 

„ეს არის ინდიკატორი იმის, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანას, მიუხედავად პანდემიის გამო გაზრდილი საგარეო ვალისა და ხედავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 10 წლის წინ, როცა წლიურმა კუპონმა 6.8 პროცენტი შეადგინა.

ესეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობა სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებამ, ქვეყნის საშინაო და გეოპოლიტიკური რისკების უკეთესობისაკენ გადაფასებამ.

მინდა ავღნიშნო ახალი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მიერ პროფესიონალურად ჩატარებული "როუდშოუ" საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად, რაც, ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხოლმე პროცენტის დადგენაში...“, - წერს მჭედლიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner