logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველზე“: ხვდებით, რას უშვება ეს არხი თავის მაყურებელს? ეს ტვინის გამორეცხვა აღარ არის, თავის ქალის ახდა და ღია ტვინებზე მანიპულაციაა
- +

17 აპრილი. 2021. 16:16

 

 

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში „ტვ  პირველზე“ გასულ ანონსს გამოეხმაურა.

 

„კიტრი და პომიდორი რუსეთის ბაზრისთვის, ბულგარული წიწაკა და სალათის ფურცლები მოსკოვისთვის, რა ბიზნესები გადამალა ბიძინა ივანიშვილმა," - ასე იწყება ფილდ კომანდერის გადაცემის ანონსი. ხალხო, გესმით რა აბსურდში არიან?

 

უბრალოდ თუ ხვდებით, რას უშვება ეს არხი თავის მაყურებელს? ეს ტვინის გამორეცხვა აღარ არის, თავის ქალის ახდა და ღია ტვინებზე მანიპულაციაა.

ოღონდ ტალახი ისროლონ, და ყველაფერს დაგაბრალებენ. კიტრი და პომიდორი იქეთ იყოს, მალე ალბათ ეს შლეგი ფილდ კომანდერი გვირაბის გაყვანასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს, ბომბეიდან ლონდონამდე, ცხადია!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner