logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რობიკო სტურუა ჯიგარია!
- +

17 აპრილი. 2021. 23:14

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჰოლივუდიზაცია თუ ხარვივაინშტეინიზაცია დაიწყო. ალბათ ბევრი შეეცდება შეეჯიბრონ ერთმანეთს.

 

დავიწყოთ ასე: ყველა იმ მამრის დედა ვატირე, ვინც ქალზე იძალადებს. აქსიომაა. ამაზე ნუ ვიმსჯელებთ.

 

მესმის, ჰოლივუდის სინდრომმა თბილისამდეც მოაღწია. ჩვენც ხომ უნდა მოვწყვიტოთ ციდან ვარსკვლავები?!

 

თუ ამ ხნის წინანდელს იხსენებ, იცი რომ დღევანდელ რეალობაში ადამიან(ებ)ს (ყოფილ ქმარს, შვილს, მის მამას, ოჯახის წევრებს) სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევ, მაშინ კიდეც უნდა დაამტკიცო. როგორც მინიმუმ უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთან. ესეც აქსიომაა.

 

ჯოჯოხეთი აქვთ ოჯახის წევრებსაც.

 

თუ დამტკიცდა, პიროვნებამ, მოძალადემ, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი და მას არ უნდა მოუწყონ საყოველთაო დევნა.

 

უდანაშაულობის პრეზუმცია ტრენდულ თემებზე არ ვრცელდება?

 

რობიკო სტურუა ჯიგარია!

 

თუ ინფორმაციის გამჟღერებელმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რას სთავაზობთ მის ყოფილ ქმარს? აღარ აქვს სიცოცხლის უფლება?

 

ვიმეორებ, თუ დაუდასტურდა, კანონით უნდა აგოს პასუხი, რომელსაც როცა მოიხდის, ის საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს.

 

თუ არ დაუმტკიცდა, მაშინ მას რას ვუშვებით? შესაბამისად, ვისაც ბრალი დასდეს, მას სამსახური შეიძლება მხოლოდ დროებით შეეზღუდოს, გამოძიების და სასამართლოს დასრულებამდე. როცა სასამართლო განაჩენი დადგება მის საწინააღმდეგოდ, მოიხდის სასჯელს და ამით თემა უნდა ამოიწუროს.

 

ხოლო, თუ პირობით დაზარალებულს გამოძიება არ სურს, მაშინ არც უნდა წამოეწია ეს თემა.

 

თუ სწორად წაიკითხეთ, არ მიწერია, რომ არ უნდა გაევრცელებინა. უბრალოდ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან თუ ეს არ სურს, მაშინ რაც უნდა ეთქვა“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner