logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ღმერთმა ნუ ქნას, ამ 83 წლის გენიოსს რაიმე დაემართოს
- +

17 აპრილი. 2021. 23:54

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე არ მომწონს ბევრი რამ, რასაც რობერტ სტურუა აქ წერს (თუმცა, სიბრძნით სავსე პოსტიც ხშირად ჰქონია); მე ვიცავ უკვდავი სპექტაკლების შემქმნელ რობერტ სტურუას – ჩვენი დროის უდიდეს ხელოვანს.

 

და, ღმერთმა ნუ ქნას, ამ 83 წლის გენიოსს რაიმე დაემართოს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ: „რუსთავი 2”-ს , ია ფარულავას, ნინო მაყაშვილსა და, განსაკუთრებით, დათა თავაძეს. ის ბინძური კამპანია, მათ რომ ააგორეს, კოვიდზე ბევრად უარესია. ამიტომაც ყველაფერი უნდა იღონონ ამ სიბინძურის შესაჩერებლად.

 

ვფიქრობ, ამ ბინძურ კამპანიას უნდა დაუპირისპირდეს ყველა დიდი ხელოვანი, ვინც კი, საბედნიეროდ, კიდევ შემოგვრჩენია: ნანი ბრეგვაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ელდარ შენგელაია, ვახტანგ დავითაია, გიგა ბათიაშვილი, თემურ ჩხეიძე…“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner