logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციისთვის მთავარია, რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში...
- +

18 აპრილი. 2021. 16:58

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საელჩომ ოფიციალურად მოუწოდა ოპოზიციას, ხელი მოაწერონ მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს. 

 

„ახლა, ამ წუთებში, ამერიკის საელჩომ ოფიციალურად და ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოაწერონ ხელი მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოწერილია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს განცხადება, რომელიც „ფეისბუქშია“ გამოქვეყნებული, არაფერს ნიშნავს ოპოზიციისათვის. მთავარია, რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში, ლუბიანკაზე, „ფეესბეს“ მაიორი ივან ლეონიდოვიჩი.

 

თუმცა, მას კვირას სასტიკი „პახმელია“ აქვს ხოლმე, ხშირი შებრუნებით სიმთვრალეში, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ოპოზიციას რამე დირექტივა გამოუგზავნოს 17:00-ზე დაგეგმილი შეხვედრის წინ, ევროკავშირის ოფისში.

 

ალბათ, ლიაკა ცდილობს, როგორმე დაეკონტაქტოს „ტელეგრამით“ ან „სიგნალით“ „ფეესბეს“ უშიშროების სკოლის პრაქტიკანტ ლიოშას მაინც, ივან ლეონიდოვიჩის მარჯვენა ხელს, რომელიც არ პასუხობს, იმიტომ რომ, ის თავის მეგობარ გოგონასთან, ნატაშასთან ერთად, მოსკოვის შემოგარენში, ტყეში, სოკოების საკრეფად არის წასული.

 

თუ ივან ლეონიდოვიჩმა და ლიოშამ აქ, საქართველოში, რევოლუცია ჩვენი ოპოზიციის ხელით მოახდინეს, მათ აქვთ იმედი, რომ დააწინაურებენ და უფრო დიდ სახელმწიფოს, მაგალითად, ყაზახეთს ჩააბარებენ. ლიოშას დიდი იმედი აქვს, რომ კარგი სადიპლომო ნამუშევარი გამოვა.

 

ლიაკას კი იმედი აქვს, რომ არაყ „სტალიჩნაიას“ მაგივრად, რამე უფრო უკეთესს, მაგალითად, „აბსოლუტს“ ან სულაც „ბელუგას“ გამოუგზავნიან ხოლმე, რაც ნაკლები სიმწვავის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას იწვევს ხოლმე“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner