logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცმოძრაობა“
- +

19 აპრილი. 2021. 16:09

 

 

„იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რადიკალებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ ახალ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერაზე უარის თქმას.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცმოძრაობა“. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები ერთადერთი მიზნისთვის იბრძვიან - ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში ნებისმიერი მეთოდით. მათ არც ევროპა აინტერესებთ და არც ამერიკა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - ხელისუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი მეთოდით. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ რადიკალებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. იმედია ახლა მაინც შეაფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რადიკალების ქმედებას შესაბამისად“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner