logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე
- +

19 აპრილი. 2021. 20:05

 

 

„ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„43 პროცენტს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს გარდა 40%-სა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში და ე.წ. ჩამკეტშიც აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით მოიპოვებს ხელისუფლებას.

 

ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელისა და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, მათი მხრიდან საზოგადოებაზე წარმოდგენაზე, მოკლედ, მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს. უნდათ? – იყოს მათი სახე!

 

მთავარი: „ქართული ოცნება/Gეორგიან Dრეამ არის ყველაზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც აჩვენებს უპრეცედენტო ხარისხს ამ პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე და მიდის ამ კომპრომისზეც – ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც.

 

ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ – მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

 

ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!

 

  1. S. უპირველესი საქართველო და ქართული საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის, სადაა სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და გულწრფელ პროფესიონალებსაც კარგად არჩევს სხვებისგან!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner