logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ხელისუფლებამ, როგორც ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ, არა მხოლოდ ქართულ, არამედ დასავლურ პოლიტიკურ სივრცეშიც, სერიოზული განაცხადი გააკეთა
- +

19 აპრილი. 2021. 20:11

 

 

„ხელისუფლებამ, როგორც ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ, არა მხოლოდ ქართულ, არამედ დასავლურ პოლიტიკურ სივრცეშიც, სერიოზული განაცხადი გააკეთა“, - ამის შესახებ გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები მედიატორების მიმართ, რაც, მისივე თქმით, დღევანდელ დასავლეთში დემოკრატიის არაჯანსაღი ხედვით გამოიხატებოდა.

 

„საკმაოდ ბევრი იწერება ამ ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. მიდის მსჯელობა მედიაში, კეთდება სხვადასხვა შეფასებები ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიატორების მისამართით. ბევრს ნამდვილად არ ვილაპარაკებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ე.წ. ოპოზიციას არასდროს აღვიქვამდი იმ სუბიექტებად რომლებსაც პოლიტიკაში გარდა კლოუნადისა და დესტრუქციის მცდელობებისა, არაფერი შეუძლიათ (სრული ზარი!).

 

მედიატორების მიმართ მქონდა კონკრეტული შენიშვნები, რაც დღევანდელ დასავლეთში დემოკრატიის, რბილად რომ ვთქვა, არაჯანსაღი და უაზრო ლიბერალური ხედვით გამოიხატებოდა.

 

რაც შეეხება ხელისუფლებას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ძლიერმა პოლიტიკურმა და შორსმხედველმა პოლიტიკურმა ძალამ არა მხოლოდ ქართულ, არამედ დასავლურ პოლიტიკურ სივრცეშიც სერიოზული განაცხადი გააკეთა,“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner