logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია
- +

19 აპრილი. 2021. 22:02

 

 

„სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“

რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner