logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ხელი მოწერილია, საქართველოს ამომრჩევლების ნება დაცულია, საქართველომ გაიმარჯვა!
- +

20 აპრილი. 2021. 01:39

 

 

„ხელი მოწერილია, საქართველოს ამომრჩევლების ნება დაცულია, საქართველომ გაიმარჯვა!!“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ პირველმა გადადგა კომპრომისული ნაბიჯი და ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს უცვლელად, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკური მისწრაფება და ქვეყნის ინტერესების უპირატესობა!! მისასალმებელია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს რიგმა ოპონენტებმაც!! მათ ვინც ხელი ჯერ არ მოაწერა, უნდა გადაწყვიტონ სწრაფად, დგებიან ისტორიის სწორ მხარეს, თუ საბოლოოდ ზურგს აქცევენ ქვეყნის/ამომრჩევლების ინტერესებს და დაადგებიან მარგინალიზაციის გზას!!“, - წერს გიორგი ამილახვარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner