logo_geo
eng_logo
ჟიგიმანტას პავილიონისი: დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ - შეთანხმებას ხელი მოეწერა
- +

20 აპრილი. 2021. 02:34

 

 

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

 

„დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ! ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხვალ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩავა, ხოლო მომდევნო კვირას - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი!“ - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner