logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის ნაცსექტასა და ბოკერიას დაღუპულ პარტიაში სრული ისტერიაა
- +

20 აპრილი. 2021. 03:02

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გილოცავთ! პრეზიდენტ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა.

ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობის" 36-კაციან სიას გამოაკლდა 3 (სამადაშვილი და 2 რესპუბლიკელი - სამნიძე და კორძაია შევიდნენ).

"სტრატეგია აღმაშენებელი" შედის თაკო ჩარკვიანის გარეშე, ხოლო "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიას გარეშე (ინდივიდუალურად შედიან ბაქრაძე, ახვლედიანი და შავგულიძე, ნაკაიძე გაუგებარია ჯერ) .

"ლელო" სრულად და "გირჩი" [ჯაფარიძე როგორც "გირჩი მეტი თავისუფლება", 1 კაცი, მისი ყოფილი თანაპარტიელები ცალკე არიან შესულები]. "მოქალაქეებმა" (ელისაშვილი და იოსელიანი) და "ევროპელმა სოციალისტებმა" ("პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი 4 დეპუტატი) მანამდე აიღეს სადეპუტატო მანდატები.

 

სააკაშვილის ნაცსექტასა და ბოკერიას დაღუპულ პარტიაში სრული ისტერიაა, ლანძავენ და წყევლიან შესულებს, მათ თანამოაზრეებს, მმართველ გუნდს, მის მხარდამჭერებს, დასავლელ პოლიტიკოსებს.

იბადება მთავარი შეკითხვა - თითქმის 6 თვე უნდა დაეწყვიტათ საზოგადოების ნაწილისათვის ნერვები? ნაწილისთვის, რადგან ჩვენი საზოგადოების შესამჩნევი ნაწილს საერთოდ არ ადარდებდა/ადარდებს ეს კინკლაობა შესვლა-შეუსვლელობაზე.

და 15 მაისს რა ხდება? ალბათ, სააკაშვილის ერთგული მარიონეტები მაინც გაითამაშებენ ვოდევილს - აუუ, რამდენნი ვართ!

ახლადშესული ოპოზიციონერების მონაწილეობით, წინ საინტერესო, მეტწილად ტრაგიკომიკური 'სერიალი' გველის საპარლამენტო ცხოვრებაში. რა გაეწყობა? ელექტორატის არჩევანი ასე აისახება საკანონმდებლო ორგანოში, მოგვწონს ეს თუ არა“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner