logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი
- +

20 აპრილი. 2021. 12:04

 

„გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან (და სავარაუდოდ, ვერც ვერასოდეს ვერ ჩაჯდებიან!), უნდა აღინიშნოს, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. ეს ყველაფერი კი, საკმაოდ სერიოზულად იქნა აღქმული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ პროდასავლური იმიჯის შენარჩუნება სურს, მოუწევს, თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

 

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუ რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, რომ „პროდასავლური იმიჯი“ შეინარჩუნოს, თუ არა და, მარგინალური კლასტერისა და პრორუსული იმიჯი გარანტირებული აქვს, ამჯერად და საბოლოოდ უკვე ევროპასა და ამერიკაშიც.

P.S. არ დამიწყოთ ახლა, თავში ქვა უხლიათ ნაცებსო, თავში ქვაც და აგურიც ნახალი აქვთ უკვე, მე ჩემს მოკრძალებულ ანალიზს ვაკეთებ, თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს“, - წერს  ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner