logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი
- +

20 აპრილი. 2021. 13:56

 

 

„ის ზიზღით, სიძულვილით, მიუღებლობით და აგრესიით სავსე სიტყვები და სოციალური მედიის მცხოვრებთა ჰეითერული შეტევა, რაც ჩვენ გუშინ, ამჯერად სალომე სამადაშვილის მიმართ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ის ზიზღით, სიძულვილით, მიუღებლობით და აგრესიით სავსე სიტყვები და სოციალური მედიის მცხოვრებთა ჰეითერული შეტევა, რაც ჩვენ გუშინ, ამჯერად სალომე სამადაშვილის მიმართ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი. სამწუხაროდ, რაც არ უნდა ვგმობდეთ ჩვენს ახლო თუ შორეულ წარსულს, ურთიერთობის სტანდარტი, იმ დროსთან შედარებით, დღეს აბსოლუტურად მიუღებელ დონეზეა. იმ დონეზე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ადამიანადაც კი არ აღიქვამს.  ამ საკითხზე საზოგადოების, მედიის და პარტიების შეთანხმების გარეშე, ფუჭია ნებისმიერი სხვა შეთანხმება და ილუზიაა ყოველგვარი იმედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა“, - წერს პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner