logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან მავნე სარეველების ამოძირკვის სამუშაოები დაწყებულია
- +

20 აპრილი. 2021. 16:13

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„სააკაშვილი სექტა სრულიად დისფუნქციურ და არაადეკვატურ ზონაშია, საიდანაც გამოსვლას, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ.

 

19 აპრილს დადასტურდა ის, რასაც მთელი ეს პერიოდი ვამბობდი - „ნაცები“ და  ბოკერიას ფსევდო-ევროპული ე.წ. პარტია არიან ის დესტრუქციული აქტორები, რომლებსაც არ სურდათ შეთანხმების მიღწევა. დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით, გუშინ მათ მწარე დამარცხება იწვნიეს.

 

დღეს, 20 აპრილს, სექტის ბელადმა სააკაშვილმა განაცხადა: „მას შემდეგ, რაც მელია დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“.

 

გუშინ/დღეს, სალომე სამადაშვილს ასეთივე განცხადების გამო, გავეშებული და უწიგნური სექტანტების ვირტუალური „ცეცხლი და წუნწუბაი“ დაატყდა თავს. ახლა კი, იგივე სუბიექტები შლეგი ბელადის იდენტურ პოზიციას „პოლიქრონიონით“ შეეგებნენ.

 

ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან მავნე სარეველების ამოძირკვის სამუშაოები დაწყებულია. სასურველი შედეგის მიღწევა საღად მოაზროვნე საზოგადოების უდიდეს ნაწილზეა დამოკიდებული“, - წერს გია აბაშიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner