logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გო, ანავ, ცოტა ფითილ დაუწი, ეგრე არ დარჩე!
- +

30 აპრილი. 2021. 02:06

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად,  არავის აქვს უფლება, მითითება მისცეს დეპუტატს, როდის იყოს პარლამენტში და როდის – არა.

 

„ანა ნაცვლიშვილი: ,,არავის აქვს უფლება,, დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი".

,,კამსამოლად" რომ შეიქმნა, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი საბჭოთა პერიოდში დაბადება, ცხოვრება თუ მოღვაწეობა!

,,კამსამოლობა" მენტალიტეტია, რომელიც შეიძლება გაგანია დემოკრატიის პირობებშიც კი გამოგაჩნდეს!

როგორც ხედავთ, გამოლელოებიდან ,,კამსამოლობამდე" ერთ ნაბიჯზე ნაკლებია!

გო, ანავ, ცოტა ფითილ დაუწი, ეგრე არ დარჩე!“, - წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner