logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს
- +

3 მაისი. 2021. 13:42

 

 

„თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის, ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ფეისბუქზე“ წერს.

 

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

 

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის – ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას“,- წერს კახა კუჭავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner