logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: დედოფალი 80 წლისაა!
- +

3 მაისი. 2021. 20:44

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

 

„დედოფალი 80 წლისაა!

ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო სამყარო შეცვალა და დაამტკიცა, რომ ქალების გარეშე ჭადრაკი ვერ განვითარდებოდა.

ნონა 5-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 11-ჯერ კი ოლიმპიადა მოიგო.

და მხოლოდ ეს? დედოფალს არაერთი ოქროს მედალი და თასი აქვს მოპოვებული.

ის პირველი ქალია, რომელიც ვაჟთა შორის დიდოსტატი გახდა (1978 წ).

დიდი ხნის მანძილზე იყო ფიდეს რეიტინგის მიუწვდომელი ლიდერი.

დედოფალი აღიარებულია მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად.

ნონა გახდა საქართველოს ოლიმპიური კომპიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989 წელს. ეს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის მხოლოდ მკრთალი კონტურები ჩანდა.

დაარსებულია ნონას თასი (ვაჟა შუბლაძის მოთავეობით), რომელიც 1998 წლიდან გადაეცემა იმ ქვეყანას, რომელთა ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ჯამში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.

ნონა არის დედოფალი და ასეთად დარჩება ისტორიას!

გილოცავთ 80 წლის იუბილეს, დედოფალო!“, - წერს სოციალურ ქსელში ჩანადირი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner