logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნიკანორ მელიას ეხამუშა მისი სამართლებრივი დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოსთან და შიდა მოხმარებისთვის დაწერა: მელია vs „ქართული ოცნება“
- +

12 მაისი. 2021. 16:57

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოში მელიას, სააკაშვილისა და უგულავას საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად ნიკანორ მელია, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან.

 

გია აბაშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას სარჩელს სტრასბურგი ამომწურავ და საკადრის პასუხს გასცემს.

 

„ლუსტრაციის მკაფიო მაგალითი - სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ ერთი უნიჭო „დათქმით“, „ნაციონალური მოძრაობის“ დე იურე თავმჯდომარეს ნიკანორ მელიას ეხამუშა მისი სამართლებრივი დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოსთან და შიდა მოხმარებისათვის, იურიდიულად გაუმართავად დაწერა: მელია vs „ქართული ოცნება“.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები და ევროპული სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. პროცესს, სავარაუდოდ, 2 წელიწადი დასჭირდება.

 

რასაკვირველია, ნაცსექტის ამ ტრაგიკომიკურ, მორიგ უნიჭო PR-აქციას სტრასბურგი გასცემს ამომწურავ, საკადრის პასუხს. დარწმუნებულნი იყავით, რომ ევროპული სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებას ლოგიკაში ჩაკარგული „ნაცები“ კვლავაც შერაცხავენ, რომ სტრასბურგში პუტინისა და ივანიშვილის „გავლენებია"“. საინტერესოა, ახლა არ არის ეს „გავლენები“ და „მოსყიდვები?“. ამიტომაც, სულ ვიმეორებ - სააკაშვილის მავნებელი სექტა სრულიად აცდენილია ადეკვატურობას, ანალიზს, ლოგიკასა და თანმიმდევრულობას“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner