logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სინამდვილეში ვისაც ყველაზე მეტად დააზიანებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სწორედ მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე პარტიებია
- +

31 მაისი. 2021. 22:56

 

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ გახდა გიორგი გახარია ოპოზიციური მედიის ფავორიტი რესპონდენტი.

 

„18 თებერვალს, დემონსტრაციული გადადგომით, გახარიამ ძალიან დააზიანა „ქართული ოცნება“". ალბათ, მომავალში, ამაზე უფრო მეტად ვეღარ დააზიანებს. ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების, მათი მედიების მთავარი ამოცანაა, გახარია იყოს მუდმივად დღის წესრიგში, მწვავე კითხვებს დაუსვამენ თუ ნაკლებად მწვავეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ აღარ „გააშავებენ“ როგორც მაშინ, როცა „ქართულ ოცნებაში“ იყო, „ტროას ცხენი“ იქნებაო განაცხადა ნაცების ვერ შემდგარმა „ტროას ცხენმა“.

 

გათვლა მარტივია, 2 საათიანი პირდაპირი ეთერების შედეგი უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად წაართვას ხმები „ქართულ ოცნებას“, რომ როგორმე ვერ გადალახოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ეს არის გახარიას და ოპოზიციის ოცნება! სინამდვილეში ვისაც ყველაზე მეტად დააზიანებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სწორედ მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე პარტიებია, აი, მაგათ კი ნამდვილად აქვთ სანერვიულო. ახლა 2017 წლის არჩევნების შედეგებს გადაავლეთ თვალი, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა გაითვალისწინეთ და მშვიდად მოემზადეთ 2024 წლისთვის, სადაც ბარიერი მაქსიმუმ 2% იქნება,“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner