logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნაცოპოზიცია საზოგადოებას არაფერ ახალს არ სთავაზობს
- +

22 ივლისი. 2021. 03:02

 

“ნაცოპოზიცია საზოგადოებას არაფერ ახალს სთავაზობს”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“დეჟავიუ — შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში.

ნაცოპოზიცია საზოგადოებას არაფერ ახალს სთავაზობს - I, II, III ძალა, ახალი, ოპოზიციური მთავრობა, ერთიანი კანდიდატი, "ოცნებაზე" დამაჯერებელი გამარჯვება, სააკაშვილის დაბრუნება და ა. შ.

თუმცა, ქვეყნის, რეგიონების, მუნიციპალიტეტების შემდგომი, გაცილებით უკეთესი განვითარების ალტერნატიული გეგმები კვლავ არსადაა.

ამავე სცენარით, სააკაშვილის კლასტერში ისევ დაერევიან, უსაქციელოდ გალანძღავენ ერთმანეთს, მერე ისევ საერთო, ძირგახვრეტილ ნავში აღმოჩნდებიან.

That's it”,- წერს ანალიტიკოსი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner