logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის
- +

26 ივლისი. 2021. 21:04

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქვეყნის ორი დაცული ტერიტორიისა და ორი ეროვნული პარკის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ფაქტი შეაფასა.

 

"მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

 

ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას", -წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner