logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ამ ფოტოზე რომ მამაკაცია, გახლავთ ადამიანი, რომელმაც 6000 ებრაელის სიცოცხლე იხსნა...
- +

30 ივლისი. 2021. 17:32

 

 

„ჩინ საგიარა იყო იაპონიის ელჩი ლიტვაში, მაშინ, როცა გერმანელებმა ებრაელების მასიური ჟლეტა დაიწყეს“, - ამის შესახებ ვეტერანთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ ფოტოზე რომ მამაკაცია, გახლავთ ადამიანი, რომელმაც 6000 ებრაელის სიცოცხლე იხსნა.

 

ჩინ საგიარა იყო იაპონიის ელჩი ლიტვაში, მაშინ, როცა გერმანელებმა ებრაელების მასიური ჟლეტა დაიწყეს.

 

ჩინმა, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ათასობით ებრაელს ჩაურტყა არალეგალური ვიზა, რათა მათ ქვეყნიდან გაღწევა მოეხერხებინათ. ის 18 საათის განმავლობაში, ყოველგვარი განხილვის გარეშე, ყველა ებრაელს ვიზას აძლევდა ქვეყნიდან გასასვლელად.

 

მალე, გერმანელებმა საელჩო დახურეს და ჩინს წასვლა მოუწია; ის მატარებელში აწერდა ხელს ვიზებს და ფანჯრიდან ყრიდა.

 

ეს ამბავი ყველასთვის უცნობი იყო, სანამ ისრაელმა ამ საოცარ ადამიანს, სახალხოდ არ გადაუხადა მადლობა.

 

P.S. იაპონიაზე და იაპონელებზე უამრავი რამ წამიკითხავს... მიყვარს ეს ერი... დღეს, კი, რატომღაც, ეს ისტორია გამახსენდა“, - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner