logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ეგეთები არის უცოდინარი მანიპულაცია
- +

31 ივლისი. 2021. 22:40

 

 

ანალიტიკოსი, გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში, ავსტრალიელი გოგოს მკვლელობას ეხმაურება.

 

 

„მოხდა სასტიკი მკვლელობა, თუმცა ამას მიაბა ის აქცენტი, რომ საქართველო რეგრესს განიცდის და ქუჩაში მშვიდად ვეღარ გადიხარ, ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ და ეგეთები არის უცოდინარი მანიპულაცია.

ჯარის დისციპლინის სიმშვიდე ქუჩებში, ეს ავტორიტარიზმის და დიქტატურის ხელწერაა. ასეთი იყო ნაცისტური გერმანია, ასეთია ჩრ.კორეა, ასეთი იყო პინოჩეტის ჩილეც. კი ავტორიტარიზმს სურს, ძალაუფლების ყველა ველს თავად აკონტროლებდეს, შესაბამისად ქუჩასაც..

 

ასეთი დანაშაულები ნიუ იორკში რო ხდება ეგეთი უნდა, თუ მარტო მანჰეტენი გგონიათ ნიუ იორკი? ან პარიზი, ლონდონი რა გგონიათ? ან ლოს ანჯელესში როგორი დანაშაული და სისასტიკეა ქუჩებში. მთელი ამერიკული კრიმინალური კინო ლამის ლოს ანჯელესის კრიმინალური ქრონიკებითაა ინსპირირებული.

 

გამოხტებიან უცოდინარი გაბანკროტებული, ვანაბი ლიბერალები და ყველაფერზე იწყებენ მოთქმას. "იი ქვეყანა გვიუქმდება" "ჩელიაბინსკში გავიღვიძეეეთ" და ა.შ. ამად გადაიქცა ჩვენთან აქტივიზმი, უცოდინარ და გაუნათლებელ ვანაბი ლიბერალებს, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მოწყობა. თვითვიქტიმიზაციით, წყევლით და უაზრო კივილით.

 

როდესაც, სულ დასავლეთს ედარები, მინიმუმ უნდა იცოდე, ცოტათი მაინც, როგორია დასავლეთი.“- ამბობს გური სულთანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner