logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: იმის ნაცვლად, გეტკინოს, სამართალდამცველებს ხელი არ შეუშალო, ამ საშინელებით შეშფოთებულ საზოგადოებას მხარში დაუდგე, კივი და შენს ხალხს ლანძღავ
- +

1 აგვისტო. 2021. 13:01

 

 

„რაც არ უნდა გაიჭინთონ გვარამია, „ნანუკა“ და მათი ხროვა, ტურისტებიც ჩამოვლენ, ჩვენებიც წავლენ, ქვეყანა განვითარდება და ყველგან სიცოცხლე და სიყვარული შევა“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, იმის ნაცვლად სამართალდამცველებს ხელი არ შეუშალო, ამ საშინელებით შეშფოთებულ საზოგადოებას მხარში დაუდგე, შენს ხალხს ლანძღავ.

 

„აზრი არა აქვს იმის დაწერას, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება დანაშაული და ხდება ისეთ ფორმებშიც, რომელსაც „ბნელი“ და „ჩამორჩენილი“ ქართველი ვერც წარმოიდგენს. დანაშაული კაენისა და აბელის დროიდან ხდებოდა, ხდება და მოხდება კიდეც. ცხადია, ნებისმიერი დანაშაული საშინელებაა, მაგრამ უფრო მეტი საშინელება ისაა, რომ მომხდარი ტრაგედიის, მომხდარი უბედურების გამო იმის ნაცვლად რომ გეტკინოს, იმის ნაცვლად რომ სამართალდამცველებს ხელი არ შეუშალო, იმის ნაცვლად რომ ამ საშინელებით შეშფოთებულ საზოგადოებას მხარში დაუდგე, მშიერი აფთარივით ყარყაშებ, კივი და შენს ხალხს, მშობელს, მეზობელს, ნათესავს, ნაცნობს, ეზოში მოთამაშე ბავშვს, მოხუცს წყევლი და ლანძღავ. საბედნიეროდ მათი დახვრეტის შესაძლებლობა არ გაქვს, თორემ თვალსაც არ დაახამხამებდი, ისე გახსნიდი ცეცხლს. რაც არ უნდა გაიჭინთონ გვარამია, „ნანუკა“ და მათი ხროვა, ტურისტებიც ჩამოვლენ, ჩვენებიც წავლენ, ქვეყანა განვითარდება და ყველგან სიცოცხლე და სიყვარული შევა. თქვენ კი მუდამ თვითგვემაში, მაზოხიზმში და სიბნელეში იქნებით, ხოლო ვისაც არ მოგწონვართ და წასვლით „გვაშინებთ“, ლიმონას სიტყვების მცირე ინტერპრეტაციით დაგემშვიდობებით - წადით, თქვენზე გამომტირებლის დედაც ვატირე!“ - წერს facebook-ზე გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner