logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე!
- +

2 აგვისტო. 2021. 00:54

 

 

„ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია სამყაროში, მიყვარს სიგიჟემდე და მოდი, შენ, ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე“ – ამ შინაარსის პოსტს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სიგიჟემდე მიყვარს. მიყვარს რადიკალურად განსხვავებული დიალექტით, კილოთი და კავით, ენით, რომელიც სხვა კუთხეში არ ესმით, მაგრამ მასი მიორქ და მი სი მალატ იციან. მიყვარს აქანა იქანეთი, მოი? როს მიხვალთი და ქვე შენი ჭირიმეთი.

 

 

 

მიყვარს აჭარის მთიანეთით, თუშეთით, ძველი შატილით და მუცოთი, ომალოთი, დიკლოთი, შენაქოთი, აქეთ უშგულით, მისი კოშკებით, იქეთ მესხეთი, მისი მიწისქვეშა დარბაზებით. მიყვარს უძველესი დმანისი და ვანი- ქურუმების ქალაქი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს, ასგზის მაქვს შემოვლილი. მიყვარს და ვერაფერი შემიცვლის ამ სიყვარულს. მიყვარს და მოდი, შენ, რომელიც ამას კითხულობ, შემეჯიბრე ამ სიყვარულში. ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია მთელს მსოფლიოში, დიახ ყველაზე მაგარია სამყაროში“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner