logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სიგიჟემდე მიყვარს!
- +

2 აგვისტო. 2021. 12:56

 

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სიგიჟემდე მიყვარს!

მიყვარს რადიკალურად განსხვავებული დიალექტით, კილოთი და კავით, ენით, რომელიც სხვა კუთხეში არ ესმით, მაგრამ მასი მიორქ და მი სი მალატ იციან.

მიყვარს აქანა-იქანეთი, მოი? როს მიხვალთი და ქვე შენი ჭირიმეთი!

მიყვარს აჭარის მთიანეთით, თუშეთით, ძველი შატილით და მუცოთი, ომალოთი, დიკლოთი, შენაქოთი, აქეთ უშგულით მისი კოშკებით, იქით მესხეთი მისი მიწისქვეშა დარბაზებით. მიყვარს უძველესი დმანისი და ვანი - ქურუმების ქალაქი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს, ასგზის მაქვს შემოვლილი. მიყვარს და ვერაფერი შემიცვლის ამ სიყვარულს. მიყვარს და მოდი, შენ, რომელიც ამას კითხულობ, შემეჯიბრე ამ სიყვარულში. ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია, მთელ მსოფლიოში, დიახ, ყველაზე მაგარია სამყაროში“, - წერს შარაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner