logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჭეშმარიტების გასარკვევად, გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და „დაგუგვლის“ უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული
- +

2 აგვისტო. 2021. 15:55

 

 

„სახდეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა“, - წერს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს.

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში არის მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია. კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს. თანაც, ეს გაფრთხილება გამოქვეყნებულია ივნისში, ანუ იმ ავსტრალიელი ქალის მკვლელობამდე. იმისათვის, რომ გაარკვიო ჭეშმარიტება, გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და „დაგუგვლის“ უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული! აი, ეს კომბინაცია, ვუყურებ, ბევრს არ აქვს ჩვენს გარშემო! შეგიძლიათ გააგრძელოთ გვამებზე ხტუნაობა!“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner