logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ნაცებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიად ცნეს
- +

3 აგვისტო. 2021. 02:30

 

 

„არა რა, ნაცების მოსაწონად ვერც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც წერს და ტექსტის კორექტირებას საჭიროებს.

იმის იმედით, რომ ქართველებმა ორი ღერი ინგლისური არ ვიცით, დაგუგლვა და დასერჩვა არ შეგვიძლია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში მოგზაურობის მსურველი ამერიკის მოქალაქეებისადმი გაცემული რეკომენდაცია შეცვალეს და თქვეს, რომ თითქოს აშშ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის გამო ურჩევს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„არადა ორი ღერი ნამდვილი ინგლისურის მცოდნე ხალხმა წაიკითხა ეს რეკომენდაცია სადაც სინამდვილეში წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას კოვიდვითარების გამო ურჩევს. ხოლო კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბარია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოგზაურობის მსურველებისთვის.

ისე ერთის მხრივ კარგია, რადგან რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ნაცებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიად ცნეს.

#იდიოტობაშიცპოზიტივიდაინახე“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner