logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სამარცხვინოა! ივანიშვილმა „კაცი“ არაფრიდან გაქცია კაცად და თავაწეული ამბობ „ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლაო“
- +

26 სექტემბერი. 2021. 16:09

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად, ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გახარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

 

„რამდენიმე თვის წინ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა: რომ მისთვის „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა პირდაპირ ივანიშვილზე გადის და სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ „ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება“. წინასაარჩევნოდ დასმულ იგივე კითხვაზე კი ურთიერთგამომრიცხავი რამ უპასუხა: „ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა“.

 

რა სირცხვილია! კაცმა არაფრიდან გაქცია კაცად... იყავი შინაგან საქმეთა მინისტრი; იყავი ვიცე პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; იყავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გეცოტავება?! იქნებ კიდევ უფრო მეტს იმსახურებდი და ვეღარ მიიღე?! სამარცხვინოა! ივანიშვილმა „კაცი“ არაფრიდან გაქცია კაცად და თავაწეული ამბობ „ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლაო“. რა გაუმაძღრობა გჭირს ასეთი!!! ვინ ვის არ გაუმართლა და უღალატა საკითხავია! 2 ოქტომბერს გაეცემა პასუხი შენს ღალატსაც“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner