logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე დავით ბაქრაძეზე: როგორ გინდა ახლა ეს კაცი სერიოზულად აღიქვა?!
- +

6 ოქტომბერი. 2021. 01:39

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „დაკავებული სააკაშვილი მეტ სკეპტიკოსს გააჩენს, იმსახურებს თუ არა ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას“.

 

„აი როგორ გინდა ეხლა ეს კაცი სერიოზულად აღიქვა?! სააკაშვილის დაკავებაზეა მისთვის მიბმული საქართველოს ევროატლანტიკური კურსი?!

მისთვის ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში საქართველოზე არაფრისმთქმელი ჩანაწერი MAP-ზე უფრო მეტი და უკეთესი იყო.

ის თვლიდა, რომ დანაჩანგლებით შეიარაღებულ თბილისელებს შეეძლოთ დედაქალაქის დაცვა...

თუმცა, რას ერჩი, მოწონების რეიტინგებში ხომ სულ 56% -იანია“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner