logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კიევშიც კარგ ჯანზე იყო ნაშიმშილები სააკაშვილი და აქაც კარგად მოახერხა გისოსებზე აძვრომა და ხელების ქნევა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 20:43

 

 

„სააკაშვილის მიზანია, ერთი მხრივ, სასამართლო პროცესებზე სპექტაკლების მოწყობა, მეორე მხრივ, მომხრეების მობილიზება და შტურმის მოწყობა ან პოლიციის მანქანებით გადაადგილებისას, ან უშუალოდ სასამართლოს შენობაზე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ამ ფოტოებით გაგახსენდებათ სააკაშვილის წინა შიმშილობა, უკრაინის ციხეში, 2017 წელს. მაშინაც უვადო შიმშილობა გამოაცხადა.სხვათაშორის, არც მაშინ ჰქონდა პოლიტიკური მოთხოვნები, არც ახლა აქვს. პირიქით, ბოიკოტის ნაცვლად მოუწოდებს მეორე ტური მოიგონ და გაათავისუფლონ. ამას სჭირდება შიმშლიობა? რა თქმა უნდა არა. ან, მაგალითად, ჩხოროწყუში მეორე ტურის მოგებით, როგორ უნდა გაათავისუფლონ?

 

კიევშიც კარგ ჯანზე იყო, ნაშიმშილები სააკაშვილი, და აქაც კარგად მოახერხა გისოსებზე აძვრომა და ხელების ქნევა. კიევის სასამართლოში გვახსოვს მისი ენერგიული და მუქარებით სავსე გამოსვლები, ჩემს სიკვდილს არ შეგარჩენთო.

შიმშილობის მიზანი პოლიტიკური სპექტაკლი და მომხრეების ზომბირება იყო.

სააკაშვილი ორჯერ დააკავეს უკრაინაში. პირველი დაკავების შემდეგ, როცა სახურავიდან ჩამოხსნეს, პოლიციის მანქანაში მოთავსების შემდეგ ის რამდენიმე ასეულმა მისმა მომხრემ დაიხსნა.

ახლა დაფიქრდით რატომ ითხოვენ ადვოკატები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას? ეს კითხვა წინა პოსტშიც დავსვი? პასუხი არ ექნებათ.

ყველაფერი მარტივად იკითხება. სააკაშვილის მიზანია, ერთი მხრივ, სასამართლო პროცესებზე სპექტაკლების მოწყობა, მეორე მხრივ, მომხრეების მობილიზება და შტურმის მოწყობა ან პოლიციის მანქანებით გადაადგილებისას, ან უშუალოდ სასამართლოს შენობაზე.

თუ გავიხსენებთ 2017 წლის მოვლენებს, სააკაშვილის მომხრეებს ჰქონდათ მცდელობა შტურმით აეღოთ კიევის რაიონული სასამართლო.

ასევე, გამორიცხული არ იქნება, სასამართლო პროცესებისას მოსამართლეებზე საინფორმაციო შეტევა, პარტიული ტელევიზიების და მომხრეების, მ.შ. არასამთავრობო სექტორის მეშვეობით.

აბა რატომ უნდა ჩქარობდნენ ადვოკატები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, როცა მათი დაცვის ობიექტს უკვე აქვს მისჯილი და ორ საქმეზე სასჯელს იხდის?! ხომ ყველას ესმის, რომ ამ სასამართლოზე არ განიხილავენ აღკვეთის ღონისძიებას?!

მაგრამ ესენი პარტიული ადვოკატები, უფრო სწორად, პოლოტიკოსი იურისტები არიან და, შესაბამისად, ჩართულები არიან პოლიტიკურ სცენარებში.

მოკლედ, ეს სააკაშვილის უკვე მეორე დაკავებაა, ისევ შიმშილობა, ისევ მუქარები. სასამართლო პროცესები აუცილებლად შედგება. ხმაურიან სასამართლოებსაც ვიხილავთ. ხმაურიანში რეზონანსს არ ვგულისხმობ, პირდაპირი მნიშვნელობით ხმაურიანი იქნება.

შტურმების მოლოდინიც უნდა გვქონდეს, ოღონდ ეს გზა აქ არ გაჭრის. უბრალოდ, მორიგ მსხვერპლს შესწირავს თავისი პოლიტიკური ავანტურებისთვის და მონაწილეებს გვერდით მოისვამს. საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე ხომ შეიწირა რამდენიმე მოქალაქე?! "ფასილიტაციის" და ამნისტიის იმედებიც აღარ უნდა ჰქონდეთ. მსგავსი რამ ორჯერ არ მეორდება, მით უმეტეს, როცა ღია და მძიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე”, - წერს სალუქვაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner