logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ოქრუაშვილის განცხადებაზე: ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია და ომში ჩათრევის პირდაპირი მოწოდებაა
- +

5 აგვისტო. 2022. 23:18

 

 

„ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

 

„ეს ბიჭი ყოველთვის რუსების საქმეს აკეთებდა. ჯერ იყო და თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსები ფეკალიებს სვავენო და ახალ წელს შევხვდები ცხინვალშიო - იბლატავა და გაქრა ამის მერე და როგორც გაქრა ყველას გახსოვთ!!! ეს იყო პროვოკაცია და რუსებისთვის საქმის კეთება. შემდეგ იყო და ამერიკის საელჩოს აგინებდა პირდაპირ რუსების დაკვეთით და ეს ყველაფერი საჯაროდ და ღიად ხდებოდა... უკრაინაშიც რომ წავიდა საომრად, მხოლოდ ოქრუაშვილი რთავდა „ლაივებს“ და ყველა მებრძოლის სახელსა და გვარებს აფიქსირებდა და ამავე დროს იმ წერტილებსაც, სადაც იმყოფებოდნენ. ახლაც დაიწყო რუსული საქმის კეთება და მეორე ფრონტის გახსნისთვის რუსებისთვის საბაბების მიცემა!!! ეს და ელენე ხოშტარია ერთი და იგივე რუსული აგენტურაა, რომლებიც „რუსეთი ოკუპანტიას„ კამპანიისთვის, რუსული რუბლებით ჯილდოვდებიან. ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!” - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner