logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ქალბატონო კელი, ახლა აღარ გახსოვთ ივანიშვილის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება? კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი - არა, ეს ძალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია
- +

22 ნოემბერი. 2022. 17:31

 

 

„ქალბატონო კელი, ახლა აღარ არის ბატონი ბიძინა ფილანთროპი? ახლა ზრუნავს მასზე მეტად ვინმე საქართველოზე?“ -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმად დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ სურს დევიდ კრამერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ამბობს, რომ კრამერი კერძო პირია, რომელიც დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ზრუნავს საქართველოზე.

 

„თურმე კრამერი ზრუნავს საქართველოზე და ბიძინა არა ქალბატონო კელი: ახლა აღარ არის ბატონი ბიძინა ფილანთროპი? ახლა ზრუნავს მასზე მეტად ვინმე საქართველოზე? ახლა აღარ გახსოვთ ივანიშვილის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება? ეს და კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია, მაგრამ კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი - არა, ეს ძალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია“, - წერს ლატარია ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner